ახალციხეში, სოფელ წინუბნის მიმდებარედ, ტყეში ხანძარი დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ცეცხლის ჩაქრობას ბორჯომის და ახალციხის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. გადამწვარი ტყის ფართობი და ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის ინფორმაციით, შეტყობინება ხანძრის გაჩენის შესახებ მათ რეინჯერისგან მიიღეს. ტერიტორია მიუვალია და ხანძარი სოფლის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან" ლევან თაბუნიძე. სამაშველო ჯგუფებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან და მუშაობას აგრძელებნ ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებიც.