სადღესასწაულო ღონისძიებები დღის მეორე ნახევარში ბორჯომის ცენტრალურ-ისტორიულ პარკში გაგრძელდა. მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა მსმენელებს ორკესტრმა - "რეტრო ბენდი ჯორჯიამ". დილიდან მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ბორჯომის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა კი პატარა მაყურებლებს სპექტაკლი შესთავაზა. "ბორჯომ-ქალაქობა 2015"-ის აღნიშვნა გალა-კონცერტით დასრულდა. ძველი და ახალი რეპერტუარი ადგილობრივებთან ერთად, თბილისიდან მოწვეულმა მომღერლებმა წარმოადგინეს.