ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა დღეს დაიწყება, პროექტს ტენდერით შერჩეული კომპანია „ორნამენტი“ განახორციელებს.
ბორჯომის იუსტიციის სახლი თანამედროვე ობიექტია, რომლის ფართობიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ბორჯომის ვაგზლის გვერდით, ცენტრალური პარკის მთავარ შესასვლელთან ახლოს განთავსდება. იუსტიციის სახლის ინტერიერი გადაწყვეტილია მოქმედი იუსტიციის სახლების სტილის დაცვით.
ბორჯომის იუსტიციის სახლის არქიტექტურა კომპანია „ოპტიმუსის“ არქიტექტორ გიორგი ხუციშვილს ეკუთვნის.ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1 469 777 ლარს შეადგენს.