ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აგრარული და თავისუფალი უნივერსიტების სტუდენტთა საველე პრაქტიკები მიმდინარეობს.
დაბანაკებული სტუდენტების მონაწილეობით მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით Geocaching თამაში ჩატარდა, სამი ჯგუფი ერთმანეთს ბუნებაში ორიენტაციასა და GPS ნავიგატორის გამოყენებაში შეეჯიბრა.
გამარჯვებული სტუდენტები სერთიფიკატითა და წამახალისებელი საჩუქრებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დააჯილდოვა.
თამაში გათვლილია ახალგაზრდებისათვის ველურ ბუნებაში ყოფნის სწორი ქცევის ჩამოყალიბების, ბუნებაში გზის გაკვლევის უნარების გაუმჯობესებისაკენ და სტუდენტების გარემოსდაცვითი განათლების გაღრმავებისაკენ.
თავისუფალი და აგრარური უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკები უკვე მესამე წელია მიმდინარეობს დაცულ ტერიტორიებზე, მსგავსი სახის თამაში კი პირველად ჩატარდა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისმპიონატის ჩატარება. სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილია Geocaching თამაშის ტრადიციად ჩამოყალიბება, გუნდების შექმნა სხვადასხვა უნივერსიტეტებში და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება.