საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბორჯომში დღეს ჩამობრძანდა. პატრიარქს ახალდაბიდან ბორჯომამდე მრევლი ანთებული სანთლებით, ყვავილებით და გალობით შეეგება.
პატრიარქი ბორჯომში 4 დღის განმავლობაში დარჩება. იგი 13 აგვისტოს ტიმოთში, ტაძრის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება და წირვას აღავლენს.