სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა SJMC-მა ორგანიზაცია "ნაკრესთან" და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან პარტნიორობით მცირე გრანტების კონკურსი გამოაცხადა.საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს,რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება წარმოადგენს.