ბორჯომის მინერალური წყლის აუქციონის წესით გასხვისების საკითხზე და პირობებზე დღეს საკრებულოს დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ. საქმე ეხება 20 კუბურ მეტრ წყალს, რომელიც IDS ბორჯომი საქართველომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს გადასცა. აქედან 10 კუბური მეტრი წყლის აუქციონის წესით გასხვისებას მუნიციპალიტეტი ბორჯომში მოქმედ სასტუმროებზე გეგმავს.