პრობლემები ბორჯომის მინერალური წყლების პარკში და ხმაური საკრებულოს სხდომაზე. დღეს დეპუტატებმა ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის დირექტორის ანგარიში მოისმინეს საკურორტო სეზონის მიმდინარეობაზე და პარკის დირექტორს არაერთი პრეტენზია წაუყენეს. ვინ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ პარკში დასუფთავების და გამწვანების პრობლემებია. დღემდე არ დამონტაჟებულა ტურნიკეტები, პარკში არსებული კვების ობიექტები და ატრაქციონები ხელშეკრულების პირობების დარღვევით არის განთავსებვული, რის გამოც ბიუჯეტი თანხებს კარგავს. სხდომის დეტალები ნახეთ სიუჟეტში.