ბორჯომში სოფელ დვირის მიმდებარე ტყეში ხანზარი ლოკალიზებულია, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. სამუშაოები დვირში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო 20 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ბორჯომისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 6 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.