ბორჯომში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს დღეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა სამგზავრო ბარათები დაურიგეს. აღნიშნული ბარათებით სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. ბარათებით სარგებლობა მოქალაქეებს სოფლებიდან მუნიციპალური ტრანსორტით მგზავრობისას შეეძლებათ.