ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დღეს დაიწყება

დღეს აბიტურიენტებს ზოგადი უნარების შედეგებს გააცნობენ. "27 ივლისს მივაწოდებთ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორი იყო სტატისტიკა. ოთხი ვარიანტი იყო გამოყენებული და ბუნებრივია, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი ვარიანტი აღმოჩნდა უფრო რთული. საბოლოო შედეგები ბუნებრივია, აპელაციის პროცესის შემდეგ გვექნება, მაგრამ ზოგადი უნარების გამოცდა სპეციფიურია და შედეგები სკანერის მეშვეობით მოწმდება. აქედან გამომდინარე, თეორიულადაც ძალიან მიზერულია იმის შანსი, რომ აპელაციის შედეგებმა რამენაირად გავლენა იქონიოს სტატისტიკურ მონაცემებზე, ამიტომ ჩვენ უკვე შეგვიძლია 27 ივლისს ვივარაუდოთ, რა იქნება გამსვლელი ქულა", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 

რაც შეეხება დანარჩენ გამოცდებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გამსწორებლებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. 
"ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ოპერატიულად მივაწოდოთ პირველადი შედეგები აბიტურიენტებს, როგორც კი გასწორდება რომელიმე კონკრეტული საგნის შედეგები, მეორე დღესვე ვაძლევ გარანტიას აბიტურიენტებს, რომ მათ პირველად შედეგებს ვაცნობებ. სიახლე რაც გახლდათ, ეს იყო ის, რომ ჩამონათვალში გაჩნდა სამოქალაქო განათლება და დაახლოებით 700-მდე აბიტურიენტი აბარებდა გამოცდას. ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც და ყველასთვის რა იქნება ამ გამოცდაზე შედეგები", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 
რაც შეეხება პედაგოგებს, მათი საგამოცდო ნამუშევრების გასწორებაც ინტენსიურად მიმდინარეობს, ოდნავ მოგვიანებით დაიწყება პირველადი შედეგების გამოცხადება. 
"აქ მნიშვნელოვანი სიახლე იყო - პირველად წელს გამოცდა შვთავაზეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგებს. თავისთავად გამოცდა იყო სპეციფიური და დავალებები პედაგოგს კომპიუტერზე უნდა შეესრულებინათ. 700-მდე პედაგოგი ღებულობდა მონაწილეობას და ჩვენც ველოდებით შედეგებს, რადგან ეს იყო პირველად, როდესაც ჩვენ პედაგოგებს შევთავაზეთ ასეთი ტიპის განსხვავებული ფორმატის გამოცდა", - განაცხადა მიმინოშვილმა. 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.