სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ორგანიზებით ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ტრენინგები რეგიონის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. ახალ მედია ტექნოლოგიებსა და ეფექტურ კომუნიკაციებში ტრენინგი 10 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაიარეს. ეს იყო იმ ტრენინგების ციკლის გაგრძელება, რომელიც ივნისში ურეკში დაიწყო და ბორჯომში დასრულდა.
ამავე პროექტის ფარგლებში მალე იგეგმება მცირე გრანტების გაცემა გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებისათვის.