განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიურ კონფერენციას საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო. კონფერენცია დღეს ბორჯომში დაიწყო. მასში საერთაშორისო პროგრამების სხვადასხვა თაობის სტუდენტები მონაწილეობენ. ორი დღის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ ცენტრის მუშაობას და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს გაეცნონ. პრემიერთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.