მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ 22 ივლისს 12:00 საათზე ხურვალეთში საპროტესტო აქცია იგეგმება. ორგანიზატორები გორელი ახალგაზრდები,მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
„ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ქვეყნის სუვერენიტეტი გავერთიანდეთ და ერთად მოვითხოვოთ საქართველოს დეოკუპაცია,ერთად მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია.ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა და ერთიანობა შემოგვიერთდით!მავთულხლართები და მწვანე აბრები დღითიდღე გვიახლოვდება,ვიდრე შენს სახლამდეც დარჩება 450 მეტრი.
რუსეთის მიერ ოკუპაციას უცხოელი მოხალისეებიც გააპროტესტებენ,რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ.