"ლიბერთი ბანკში" ელექტროენერგიის გადასახადს საკომისიო 75 თეთრი დაემატა. ბორჯომში მცხოვრებლები დამატებითი საფასურის შემოღებას უარყოფითად აფასებენ, აბონენტების ნაწილი კი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის. ვინ დააწესა გადასახადი - "ლიბერთი ბანკმა" თუ "ენერგო-პრო ჯორჯიამ", ამის გარკვევას ტელეკომპანია "ბორჯომი" შეეცადა.