ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გაგიკ კარსლიანი იმ ბრალდებებს პასუხობს, რაც მისი და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიმართ ბოლო პერიოდში „ქართული მისიის“ და მოძრაობა “ახალი რეალობისთვის“ ლიდერების, გია კორკოტაშვილის და მერაბ შათირიშვილის მიერ გაჟღერდა. კერძოდ, შათირიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნინოწმინდაში ტენდერების ჩატარებისას დარღვევებია, მითვისებულია თანხები, ზოგიერთი პროექტი საერთოდ არ განხორციელებულა.
ამის საპასუხოდ ნინოწმინდის გამგებელი სკანდალურ განცხადებას აკთებს. გამგებელი ამბობს, რომ კორკოტაშვილმა და შათირიშვილმა მას შეუთვალეს, რომ ამ თემებს არ გაახმაურებდნენ, თუკი იგი ამის სანაცვლოდ 50 000 დოლარს გადაიხდიდა.
გაგიკ კარსლიანი - "ეს ჯგუფები, მხედველობაში მყავს გია კორკოტაშვილი და მერაბ შათირიშვილი, ბინძური მეთოდებით ცდილობენ ჩემთვის შავი ფიარის აგორებას. მათ მიერ დაქირავებული 300-ლარიანი ჭორების გამავრცელებლები არიან ჩამოსულები ნინოწმინდაში, რომლებიც შავ ფიარზე მუშაობენ და მითვლიან, რომ, თუ გინდათ რომ გავჩუმდეთ, 50 000 დოლარი გადაიხადეთო. ვაცხადებ, რომ მათ უკან მერაბ შათირიშვილი და გია კორკოტაშვილი და რა ვიცი, კიდევ სხვა ვიღაცებიც დგანან, გვარები არ მახსოვს. ვინც არიან, არ მაინტერესებს. ვიცი, რომ 300-ლარიანი ადამიანები შავ ფიარზე მუშაობენ. ასევე ვიცი, თუ ვინ აწვდის ნინოწმინდიდან დამატებით ინფორმაციებს ე.წ. მწერალ შათირიშვილს და მის ჯგუფს. ესენი გაკოტრებული ელემენტები არიან და არა მხოლოდ ნინოწმინდის მოსახლეობაში, საქართველოს სხვა რეგიონებსა თუ დედაქალაქშიც არავითარი მხარდაჭერა არ აქვთ. როცა ნინოწმინდაში იყვნენ ჩამოსული, რამდენიმე ათეული ადამიანი ძლივს შეკრიბეს".
ვრცლად: http://tvfree.ge
http://tvfree.ge/%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1/