ბორჯომში ყოფილი პანსიონატის "პლატოს" შენობაში მცხოვრები დევნილები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მოძველებული და დაზიანებული ცენტრალური სასმელი წყლის მილის გამო წყალი აქ მცხოვრებლებს იშვიათად მიეწოდებათ და ისიც სასმელად უვარგისი. პლატოზე მცხოვრები 160 ოჯახი პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებით და გზის გადაკეტვით იმუქრებიან