ბორჯომსა და ბაკურიანში ოცდაორი საინფორმაციო–საორიენტაციო მანიშნებელი დამონტაჟდა.
საიდენტიფიკაციო აბრებზე განთავსებულია მუნიციპალიტეტის ძირითადი ღირსშესანიშაობები და დასასვენებელი ადგილები.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანია ტურისტებსა და ვიზიტორებს დაეხმაროს მათთვის სასურველი ობიექტის მოძებნაში.
პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.