ბორჯომში ბეკოს მაღაზიაში ქურდობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც სავარაუდოდ ზუგდიდიდან იყო გუშინ დღის მეორე ნახევარში მაღაზიიდან 3 მობილური ტელეფონი მოიპარა. სამართალდამცველებმა მისი აყვანა მალევე მოახერხეს. როგორც მაღაზიაში აცხადებენ მისი იდენტიფიცირება სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-შიც ადასტურებენ. მიმდინარეობს გამოძიება. პირი ან დროისთვის დაკავებულია.