ტყეში გასვლა და ბრაკონიერებთან ბრძოლა, კანონდარღვევის შემთხვევაში საქმეების სასამართლოში განხილვა, ეს იმიტირებული პროცესები იმ 5 დღიანი ტრენინგის ნაწილი იყო, რომელიც ბორჯომში მიმდინარეობდა. ტრენინგს 2 მოქმედი მოსამართლე და სხვა ტრენერები ატარებდნენ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის ტრენინგი გარემოს დაცვის სამინისტროს „გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრმა“ ჩაატარა.