ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე საათის წინ ბორჯომელი მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. 53 წლის ვახტანგ შენგელია შვილთან ერთად 12 წლის გიორგი შენგელიასთან ერთად ბორჯომიდან ხაშურის მიმართულებით მსუბუქი ავტომანქანით მოძრაობდა რა დროსაც ხეს შეეჯახა. შემთხვევა ხაშურთან ახლოს მოხდა. სავარაუდოდ ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედრები გორის საავადმყოფოში გადაასვენეს. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი მამა-შვილს ბორჯომში გადმოასვენებენ.