ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები 30-მდე ოჯახი წყლის ახალ სისტემაზე დაერთებას ითხოვს. მათ ონკანებში ხშირად სასმელად უვარგისი წყალი მოედინება, ზოგჯერ მოსახლეობა წყლის გარეშეც რჩება. აბონენტები მრიცხველების მიხედვით საფასურის გადახდაზე თანახმა არიან და აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებას როგორც წინა ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში ითხოვენ. განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.