ბორჯომის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ყოფილი მეორე საჯარო სკოლიდან შესაძლოა ჩარხისწყალზე გადაინაცვლოს. შენობა, რომელშიც ამჟამად ბიბლიოთეკაა განთავსებული ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. სამინისტრომ ფართი გაასხვისა. ბიბლიოთეკის თანამშრომლები ჩარხისწყალზე მათი გადაყვანის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდებენ. ახალი ოფისის გასარემონტებლად საკრებულომ თანხები უკვე გამოყო.