როგორც აღმოჩნდა ბორჯომში არსებული სასტომროების და მცირე ბიზნესის ნაწილი ქონების გადასახადს ბორჯომის ბიუჯეტში არ იხდის. აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად დღეს გამართულ რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით შეიქმნება ჯგუფი, რომელიც საკითხს დეტალურად შეისწავლის და დადებს იმ ბიზნეს ორგანიზაციების სიას, რომლებიც ბორჯომში დარეგისტრირებული არ არის. სხდომაზე ისაუბრეს იმაზეც, რომ ბორჯომის ბიუჯეტი დიდ თანხებს კარგავს.