ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩა ერთ-ერთია, სადაც მანქანებს გადაადგილება უჭირთ. პრობლემა განსაკუთრებით ზამთარში მწვავდება. გზა აქ ათეული წლების წინ ქვაფენილით მოპირკეთდა და მას შემდეგ აღარ შეკეთებულა. მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები დამცავი ჯებირის გაკეთებასაც ითხოვენ. ღელე, რომელიც მათ სახლებთან მოედინება წვიმის დროს განსაკუთრებით საშიში ხდება.