საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა
ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი
რეინჯერი ნიკოლოზ გელაშვილი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკოლოზ გელაშვილმა მის
დაქვემდებარებაში არსებული ბორჯომ-ხარაგაულის ტყის ფონდის
ტერიტორიიდან უკანონოდ საშეშე მორის მოჭრის სანაცვლოდ მოქალაქეს
მოსთხოვა და გამოართვა 300 ლარი.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.