რეგიონულ მაუწყებელთა კვლევა მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და მაისში განხორციელდა. კვლევა 10 ქალაქში ჩატარდა და მოსახლეობა პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა.
ტელეკომპანია „ბორჯომს“ გამოკითხულთა 61% ყველაზე ხშირად უყურებს. კვლევაში ჩართულ სხვა რეგიონულ მაუწყებლებთან შედარებით მაღალია ინტერნეტით არხის პროდუქციის მნახველთა რიცხვი. აუდიტორიის კვლევის შედეგად საინფორმაციო პროგრამა „დღის ქრონიკას“ ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. მაყურებელთა 71% -ს გასართობი თემატიკის გადაცემების ყურების სურვილი აქვს.
კვლევა თბილისის კრიტიკული აზროვნების სკოლამ ,,ქართულ - ამერიკულ უნივერსიტეტთან” (GAU ) თანამშრომლობით, ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისთვის, ჰოლანდიური ორგანიზაციაა Free Press Unlimited -ის მხარდაჭერით განახორციელა.
კვლევა განხორციელდა საქართველოს 7 რეგიონის 10 დასახლებულ პუქნტში: 1. ბათუმი -ტელეარხი 25 2. ფოთი - მეცხრე ტალღა 3. ქუთაისი - რიონი 4. ბორჯომი - ბორჯომი TV 5. ჭიათურა - ,,იმერვიზია” 6. ახალციხე- მეცხრე არხი 7. გორი - დია 8. გურჯაანი - გურჯაანი TV 9. თელავი - თანამგზავრი 10. რუსთავი - ქვემო ქართლის ტელევიზია.