ბორჯომის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაზიანებულ სავარძლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და სათვალთვალო ვიდეო კამერა დამონტაჟდა. ზაფხულის საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, 1 ივლისიდან შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი გვიანობამდე იმოძრავებს. კიდევ ერთი სიახლე კი ის არის, რომ ავტობუსები შაბათსაც იმუშავებენ.