წუხელ ძლიერი წვიმის და ელ-ჭექის შედეგად ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამცემი დაზიანდა, რის გამოც ტელევიზიის მაუწყებლობა დროებით შეწყვეტილია. დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები, მუშაობა გაგრძელდება ხვალაც.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გართულებულია ანძაზე მუშაობა. სავარაუდოდ მაუწყებლობა ხვალ აღდგება.
ტელეკომპანია "ბორჯომი" ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.