ბორჯომის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე სამომავლოდ შესაძლოა რეკლამა განთავსდეს. საუბარია ახალ ე.წ. მწვანე ავტობუსებზე. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი 4 ლოტად გაიყოფა და მის მოპოვებას საქართველოში არსებული კომპანიები ელექტრონული აუქციონის საშუალებით შეძლებენ. ავტობუსებზე საკუთარი რეკლამის განთავსების სურვილი 10-მდე კომპანიამ გამოთქვა. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს საკითხი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4 მსუბუქი ავტომობილის სხვა მუნიციპალიტეტისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.