ბორჯომში ოლიმპიური ცეცხლის დასახვედრად ადგილობრივები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. ესტაფეტა ჩარხისწყლიდან რუსთაველის მოედნამდე მოეწყო. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად დაგეგმილი ღონისძიებები აღარ გაიმართა. ოლიმპიური ცეცხლი ბორჯომში ღამის 12:00 საათამდე დარჩება, ამის შემდეგ კი ხაშურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ცეცხლი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 29 მაისიდან მოგზაურობს. 29-30 მაისსსაზეიმო მსვლელობა მოეწყო ადიგენსა და ახალციხეში, 31 მაისს ასპინძასა და ახალქალაქში, ხოლო 1 ივნისს ნინოწმინდაში.