დღეს ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების საზეიმო გახსნა გუშინ 15 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა დედაქალაქში განვითარებული მოვლენების ფონზე, კონკურსის ორგანიზატორებმა კონცერტის გამართვაზე უარი თქვეს. კონკურსში 80 ახალგაზრდა შემსრულებელი მონაწილეობს. გამარჯვებულებს ჟიური 20 ივნისს გამოავლენს.