თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ტელეკომპანია "ბორჯომმა" პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვება მომხდარიდან მეორე დღესვე დაიწყო. ადგილობრივები საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ. საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, ჰიგიენური მოხმარების და სხვა ნივთები დაზარალებული ადამიანებისთვის გროვდება. ტელეკომპანიას ამ დღეების განმავლობაში სხვდასხვა ასაკის ადამიანებმა მიმართეს, აქტიურობდნენ ბავშვები.