ოლიპიურ ცეცხლს ბორჯომში 18:00 საათიდან ელოდებიან. ჩარხისწყლის ხიდიდან რუსთაველის მოედნამდე (ყოფილი ადმინისტრაციული შენობის მიმდენარე ტერიტორიამდე) მოეწყობა ესტაფეტა, სადაც მონაწილეობას 6 მეჩირაღდნე მიიღებს. საჯარო სამსახურების თანამშრომლები ქალაქში ტერიტორიების მიხედვით განაწილდებიან, ადგილობრივები კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბებიან და ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლას შეხვედბიან.
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად დაგეგმილი ღონისძიებები აღარ გაიმართება. ოლიმპიური ცეცხლი ბორჯომში მთელი ღამე დარჩება.
ოლიმპიური ცეცხლი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 29 მაისიდან მოგზაურობს. 29-30 მაისს საზეიმო მსვლელობა მოეწყო ადიგენსა და ახალციხეში, 31 მაისს ასპინძასა და ახალქალაქში, ხოლო 1 ივნისს ნინოწმინდაში.