როგორც კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზიდან" ტელეკომპანია "ბორჯომს" აცნობეს, ხვალ 16 ივნისს ბორჯომს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. გაზსადენზე დაგეგმილია სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები. გაზმომარაგება შეწყდება 10:00-დან 12:00 საათამდე.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114.