11 ივნისს ბორჯომის სამ სოფელზე სტიქიით მიყენებული ზარალი დათვლილია. ზარალმა მილიონ ლარს მიაღწია. სტიქიის შედეგების დამთვლელმა კომისიამ შესაბამის სამსახურებთან ერთად სოფლებში რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავა. საკირეში, ტაძრისსა და დვირში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე საკირულა ადიდდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. სოფლებში მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობას დაეტბორა ნათესები და საცხოვრებელი სახლები. ჯერ-ჯერობით უცნობია დაეხმარება თუ არა მუნიციპალიტეტი მოსახლეობას ფინანსურად