15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა. თბილისში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად ყველა მოქმედ ტაძარში დღეს პანაშვიდი გაიმართა. საღვთო ლიტურგია ბორჯომში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბორჯომის და ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ აღავლინა, ამის შემდეგ ყველა ეკლესიაში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.