სვანიძის ქუჩაზე, სტიქიის ზონის მიმდებარე ტერიტორიასთან სიმბოლური მემორიალი მოეწყო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, გლოვის დღესთან დაკავშირებით, პატივი მიაგო სტიქიის შედეგად დაღუპულებს და სიმბოლურად მოწყობილ მემორიალზე ყვავილები მიიტანა.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც დაღუპულებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.