თენგის ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული
კონკურსის საზეიმო გახსნა გადაიდო. კონკურსი დღეს ჟიურის წევრთა
კონცერტით ბორჯომში უნდა გახსნილიყო.
15 ივნისის გლოვის დღედ გამოცხადების გამო დღეს მხოლოდ კონკურსის
კენჭისყრა და მოხალისეთა რეგისტრაცია გაიმართება.