საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში დღეს, 12:00 საათზე გლოვის ზარები დაირეკება.
გლოვის ზარების დარეკვის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პანაშვიდსა და პარაკლისს აღავლენს.
წუხელ გვიან ღამით სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს.
ქვეყანაში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.