მაშველები თბილისში 24 დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
დედაქალაქში ამ დროისთვის ავტოტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. სტიქიის შედეგად დაზიანებული და გადაკეტილი გზების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია და თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით საცობებია.
სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში
სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები 10-10 ათასი ლარის ოდენობის
კომპენსაციას მიიღებენ.
შესაბამისი დავალება ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს,
ნოდარ ხადურს საგანგებო შტაბის გუშინდელ სხდომაზე
მისცა.