თბილისის მერია იმ გამგეობების მისამართებს აქვეყნებს, სადაც
მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნებისა და ნივთების შეგროვება
შეუძლიათ.
ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, სხვადასხვა ნივთები
დაზარალებულ მოსახლეობას გადასცენ, შეუძლიათ მიმართონ რაიონულ
გამგეობებში შექმნილი საგანგებო შტაბებს, შემდეგ
მისამართებზე:
ვაკის გამგეობა - თამარაშვილის ქ.N10ა; საბურთალოს გამგეობა -
მიცკევიჩის ქ.N29; მთაწმინდის გამგეობა - ძმები ზუბალშვილების ქ.N48;
ჩუღურეთის გამგეობა - დავით აღმაშენებლის გამზ.N65; დიდუბის გამგეობა
- რობაქიძის N2; ნაძალადევის გამგეობა -გურამიშვილის გამზ. N16ა;
გლდანის გამგეობა - სარაჯიშვილის N1გ; კრწანისის გამგეობა- გორგასლის
ქ.N115; ისნის გამგეობა - ნავთლუღის ქ.N8_1; სამგორის გამგეობა-
მოსკოვის გამზ. N4.