უცხოელი მოქალაქეებისთვის აქამდე არსებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა. სავიზო რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. იმ ქვეყნებთან, ვისთანაც საქართველოს უკვე ჰქონდა უვიზო მიმოსვლა, 90-დღიანი ლიმიტი 180 დღის განმავლობაში გაუქმდა და ამ ქვეყნებთან დადგინდა ერთწლიანი ლიმიტი. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სავიზო რეგულაციების გამარტივება, ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას.