ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტის შემდეგ მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. 44 წლის პიროვნებას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა 9 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.
გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტმა ბოლო 1 კვირის განმავლობაში სისტემატური სახე მიიღო, ისინი 44 წლის მამაკაცს დადებით პიროვნებად ახასიათებენ.
შსს–ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ინფორმაციას ტელეკომპანია მე-9 არხი ავრცელებს