1 ივნისს ბორჯომის პარკში მისული თანამშრომლების ნაწილი პრკის ადმინისტრაციამ სახლში გაუშვა. მათ შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სიახლეებს ნერგავენ და ამდენი მოლარე და ოპერატორი პარკში აღარ სჭირდებათ. მითუმეტეს, რომ 8 ატრქციონიდან პარკში ამ ეტაპზე 3 არ ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს რომ დაზიანებული ატრაქციონები უახლოეს მომავალში შეკეთდება, ბარათების სისტემა კი პარკში კორუფციაზე საუბრის საბაბს აღარ შექმნის.