იუსტიციის სახლი ბორჯომში დეკემბერში გაიხსნება.
იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ რვა ქალაქში აშენდება.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი პროექტები დღეს დიპლომატთა
კორპუსს, მთავრობისა და ბიზნესსექტორის წევრებს თავად
წარუდგინა.
ფოთი, თიანეთი, ყაზბეგი, ბორჯომი, ონი, ლაგოდეხი, ახალქალაქი და
მცხეთა − ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც მომხმარებელი ოთხასამდე
სერვისის მიღებას იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით
შეძლებს. ყველა ახალი პროექტი იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელი
განსხვავებული და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა.