საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ სეტყვაა მოსალოდნელი.
უახლოესი დღეების განმავლობაში, საქართველოს ზოგიერთ
რაიონში, საღამოსა და ღამის საათებში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი
ამინდი.
9,10 და 11 ივნისს, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში და
მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია სეტყვა. 10 და 11 ივნისს
ნავარაუდევია ქარის გაძლიერება.
ტემპერატურა დღეს აღმოსავლეთ საქართველოში +25 +30, დასავლეთ
საქართველოში +26 +31, , ხოლო დედაქალაქში +28 გრადუსი
იქნება.
წყარო: ინტერპრესნიუსი