თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ეროვნულ კონკურსს ბორჯომი 15-დან 20 ივნისამდე უმასპინძლებს. კონკურსში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 80 მონაწილე მიიღებს. 15 ივნისს კონკურსი ჟიურის წევრების კონცერტით გაიხსნება, ოთხი დღის განმავლობაში საკონკურსო მოსმენები გაიმართება. 20 ივნისს კი დაჯილდოება და საზეიმო დახურვა შედგება. კონკურსი წელს პირველად იმართება. მხარდამჭერები ბორჯომის მუნიციპალიტეტი და საპატრიარქოს ფონდია. საინფორმაციო მხარდაჭერას კი ტ/კ „ბორჯომი“ უზრუნველყოფს.
კონკურსში სამი გამარჯვებული გამოვლინდება. ფულად პრემიებთან ერთად დაწესებულია სპეციალური პრიზები. 20 ივნისს კონკურსი გალა კონცერთით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ყველა ლაურეატი მოოღებს. მუსიკალური კონკურსი ბორჯომის პარკის კინო-საკონცერტო დარბაზში გაიმართება. დასწრება უფასო იქნება