ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოვლენი იქნა რამდენიმე სამართალდარღვევის ფაქტი. ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე აღმოჩენილი იქნა სახელმწიფო ტყის ფონდში უკანონო მოქმედი 2 კუსტარულად მოწყობილი სახერხი საამქრო.
სააგენტოს თანამშრომლების მიერ დალუქული იქნა ამოღებული სახერხი საამქროს დაზგა-დანადგარები და მასზე განთავსებული უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ზიანის დაანგარიშებისთანავე მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნება სათანადო ორგანოში.