გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში დილიდან სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან ერთად, გამწავანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. კიკვიძის პარკში ტუიას სახეობის 100-მდე ნერგი დაირგო. აქციაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. დღესვე, გიგლა აგულაშვილმა, საფრანგეთის ელჩთან რენე სალენსისთან და გაეროს ელჩთან საქართველოში ნილს სკოტთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გლობალური კონფერენცია - ” კლიმატის ცვლილება” გახსნა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე კი ელექტრონული და ბეჭვდური მედიის წარმომადგენლებისთვის, საინფორმაციო ტური გაიმართა.